loader

"არ ჩახვიდეო, მაგრამ ჩავიდა, ცურვა ვიციო..." - კადრები ზუგდიდიდან, სადაც 15 წლის მოზარდი მდინარემ მშობლების თვალწინ გაიტაცა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"არ ჩახვიდეო, მაგრამ ჩავიდა, ცურვა ვიციო..." - კადრები ზუგდიდიდან, სადაც 15 წლის მოზარდი მდინარემ მშობლების თვალწინ გაიტაცა

ზუგდიდში, მდინარე ჯუმში 15 წლის ბიჭს ამ დრომდე ეძებენ. სამძებრო ღონისძიებებში მაშველებთან ერთად ჩართულნი არიან მყვინთავებიც. როგორც "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, იგეგმება დამატებითი სამაშველო ჯგუფების მობილიზება.

სამძებრო ღონისძიებები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კიროვის ტერიტორიაზე, მდინარე ჯუმში მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.

არსებული ინფორმაციით, მოზარდი პირუტყვის გადმოსარეკად მდინარის მეორე ნაპირზე გადადიოდა, რა დროსაც დინებამ გაიტაცა. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, შემთხვევის დროს მოზარდი მშობლებთან ერთად იმყოფებოდა.