loader

სკანდალური სატელეფონო ჩანაწერი, რომელშიც სავარაუდოდ, პუტინი და პოროშენკო 2015 წლის შეტაკებებიდან 2 თვის თავზე საუბრობენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სკანდალური სატელეფონო ჩანაწერი, რომელშიც სავარაუდოდ, პუტინი და პოროშენკო 2015 წლის შეტაკებებიდან 2 თვის თავზე საუბრობენ

უკრაინის პარლამენტის დეპუტატმა ანდრეი დერკაჩმა 9 ივლისს აუდიოჩანაწერი გამოაქვეყნა, რომელშიც, როგორც თავად ირწმუნება, უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის საუბარია ჩაწერილი. უკრაინელმა დეპუტატმა დერკაჩმა მანამდე პოროშენკოს და მაშინდელი შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენის სკანდალური მოლაპარაკებების ჩანაწერი გამოაქვეყნა.

როგორც დეპუტატი ამტკიცებს, პუტინსა და პოროშენკოს შორის საუბარი 2015 წლის 30 აპრილს გაიმართა. ესე იგი, დონეცკის ოლქში მდებარე სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ქალაქ დებალცოვოსთვის მიმდინარე სასტიკი შეტაკებებიდან 2 თვის შემდეგ.