loader

ვინ არის 20 წლის პატიმარი, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოდან პოლიციელებს გაექცა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვინ არის 20 წლის პატიმარი, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოდან პოლიციელებს გაექცა

თბილისის საქალაქო სასამართლოდან გაქცეულ პატიმართან დაკავშირებით პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გენერალურ პროკურატურაში განუცხადეს.

"მომხდარზე გამოძიება ორი მიმართულებითაა დაწყებული. პირველი - სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, რაც სამსახურებრივი გულგრილობის ჩადენის ფაქტს გულისხმობს და მეორე - სისხლის სამართლის კოდექსის 379-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, რაც ბრალდებულის/მსჯავრდებულის გაქცევას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 3-დან 6 წლამდე", - განაცხადეს პროკურატურაში.

უწყების განმარტებით, ამ ეტაპზე ბრალი არც ერთი პოლიციელის მიმართ წარდგენილი არ არის.