loader

კახეთში 10 თვის ბავშვს კორონავირუსი დაუდასტურდა - როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და რამდენი კონტაქტია მოძიებული? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კახეთში 10 თვის ბავშვს კორონავირუსი დაუდასტურდა - როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და რამდენი კონტაქტია მოძიებული?

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში 10 თვის ბავშვს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა ნელი ხიზანიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მცირეწლოვანი თბილისშია გადაყვანილი და იქ უტარდება შესაბამისი მკურნალობა.

რაც შეეხება სოფელ ყარაჯალას, ამ ეტაპზე ადგილზე ეპიდემიოლოგები მუშაობენ. ასევე მიმდინარეობს კონტაქტების მოძიება და 11 ადამიანს ანალიზი უკვე აუღეს.