loader

ჩააბარებს თუ არა დარჩენილ გამოცდებს აბიტურიენტი, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა - გიორგი გახარიას გადაწყვეტილება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჩააბარებს თუ არა დარჩენილ გამოცდებს აბიტურიენტი, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა - გიორგი გახარიას გადაწყვეტილება

პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, „განათლების სამინისტრო თავისი გამოცდით მივა“ „კოვიდ-19“-ით დაინფიცირებულ აბიტურიენტთან იმისთვის, რომ მან არ დაკარგოს ერთი წელი. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„მოგეხსენებათ, რომ მიმდინარეობს გამოცდები, აბიტურიენტები და მათი მშობლები საკმაოდ დაძაბულები არიან. ინფექციის და საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, სამინისტრო კომფორტულ პირობებს უქმნის აბიტურიენტებს. ჩვენ გვქონდა ერთი შემთხვევა, როცა ერთი აბიტურიენტი დაინფიცირდა და დღეს ის მკურნალობს. რა თქმა უნდა, მის ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრება. ჩვენ გავერკვიეთ და ეს არის ერთ-ერთი წარჩინებული მოსწავლე, მას დარჩა ერთი გამოცდა და ჩვენ საბჭოზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ის ამ დარჩენილ ერთ გამოცდასაც ჩააბარებს, ოღონდ მკურნალობის პირობებში. ეს არის შეთანხმებული როგორც ეპიდემიოლოგებთან, ასევე ექიმებთან და განათლების სამინისტრო თავისი გამოცდით მივა აბიტურიენტთან იმისთვის, რომ მან არ დაკარგოს ერთი წელი და შეეძლოს გააგრძელოს სწავლა, როგორც წარჩინებულმა სტუდენტმა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსი აბიტურიენტს 7 ივლისს დაუდასტურდა.