loader

შეიარაღებული დაპირისპირება საქართველოს საზღვრიდან 55 კილომეტრში - რა ვიცით სომხეთ-აზერბაიჯანს შორის განახლებული კონფლიქტის შესახებ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შეიარაღებული დაპირისპირება საქართველოს საზღვრიდან 55 კილომეტრში - რა ვიცით სომხეთ-აზერბაიჯანს შორის განახლებული კონფლიქტის შესახებ

12-13 ივლისს განვითარებული მოვლენების შემდეგ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის დაპირისპირების გამო საზღვარზე, ოფიციალური ცნობით, 16 ადამიანია გარდაცვლილი. სომხეთის ტერიტორიაზე დაიბომბა ქალაქი ბერდი, სოფელ აიგეპართან ერთად, ხოლო აზერბაიჯანის მხარეს - “კავკასიური ჰიროსიმას” სახელით ცნობილი ქალაქი აგდამი. ორ სახელმწიფოს შორის შეიარაღებული დაპირისპირება საქართველოს საზღვრიდან 55 კილომეტრში მიმდინარეობს, რომლის განახლებისთვისაც სახელმწიფოების მეთაურები პასუხისმგებლობას ერთმანეთს აკისრებენ. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, რუსეთმა და ევროკავშირმა მხარეებს თავშეკავებისკენ მოუწოდეს და სიტუაციის დაუყოვნებლივ დეესკალაცია მოითხოვეს.

ავტორი: ნინი გაბისონია