loader

საშინელი ავარია ავტომაგისტრალზე, რუისთან ახლოს - კადრები შემთხვევის ადგილზე თვითმხილველმა გადაიღო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საშინელი ავარია ავტომაგისტრალზე, რუისთან ახლოს - კადრები შემთხვევის ადგილზე თვითმხილველმა გადაიღო

თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალზე, რუისთან ახლოს, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, მისაბმელიანი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, რა დროსაც მანქანას ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევის შედეგად დაშავდა ავტომობილის მძღოლი, რომელიც მიღებული დაზიანებებით საავადმყოფოშია გადაყვანილი.

როგორც „პალიტრავიდეოს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.