loader

მაშველებმა ბათუმში, ზღვაში გაუჩინარებული არასრულწლოვნის ცხედარი ზღვაში იპოვეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მაშველებმა ბათუმში, ზღვაში გაუჩინარებული არასრულწლოვნის ცხედარი ზღვაში იპოვეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა ორდღიანი საძიებო სამუშაოების შედეგად ბათუმში გაუჩინარებული არასრულწლოვნის ცხედარი ზღვაში იპოვეს.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი, საძიებო სამუშაოებში ჩართული იყო 30-მდე მეხანძრე-მაშველი, მათ შორის, მყვინთავთა ჯგუფი. ადგილზე მუშაობდა 2 სკუტერი და 2 ნავი. მობილიზებული იყო დრონი. ამასთან, ექოლოტის საშუალებით მიმდინარეობდა წყლის ფსკერის დათვალიერება.