loader

რა ხდება ამ წუთებში თბილისში, აზერბაიჯანის საელჩოსთან, სადაც საპროტესტო აქცია იმართება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ხდება ამ წუთებში თბილისში, აზერბაიჯანის საელჩოსთან, სადაც საპროტესტო აქცია იმართება

საქართველოში, აზერბაიჯანის საელჩოსთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
როგორც "პალიტრავიდეოსთან" საუბრისას აქციის ერთ-ერთმა წევრმა, ისტორიკოსმა გურამ მარხულიამ საქართველოს აზერბაიჯანის მიმართ სოლიდარობისკენ მოუწოდა.  

"ვაპროტესტებთ რუსეთ-სომხეთის ქმედებას აზერბაიჯანის წინააღმდეგ, კერძოდ ტოლუზის რაიონში, სადაც გადის გეოეკონომიკური და გეოსტრატეგიული მნიშველობის ნავთობსადენი. ეს არამარტო აზარბაიჯანის, არამედ საქართველოს პრობლემაცაა. საქართველო და აზერბაიჯანი არიან მოკავშირეები და ამ პროექტზე არის მიბმული საქართველოც, ის გადის ევროპაში და ამის გარეშე ვერ იქნებიან დამოუკიდებელი ვერც აზერბაიჯანი და ვერც საქართველო. ამით მე ვამხნევებ საქართველოს, რომ დადგეს აზერბაიჯანის გვერდით რათა შევინარჩუნოთ ჩვენი დამოუკიდებლობა, მეგობრული ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის და დავიბრუნოთ ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიები", - განაცხადა გურამ მარხულიამ.