loader

მძიმე სანახაობა: როგორ გამოიყურება ხანძრის შემდეგ უძველესი ტაძარი საფრანგეთში, რომელსაც 457 წელი აშენებდნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მძიმე სანახაობა: როგორ გამოიყურება ხანძრის შემდეგ უძველესი ტაძარი საფრანგეთში, რომელსაც 457 წელი აშენებდნენ

საფრანგეთის ქალაქ ნანტიში წმინდა პეტრესა და პავლეს სახელობის საკათედრო ტაძარში ცეცხლი გაჩნდა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ხანძარს 60-ზე მეტი მეხანძრე ებრძვის, რომლებიც ადგილობრივი დროით დაახლოებით 07:44 საათზე გამოიძახეს.

ცნობისათვის, ეს ხანძარი ტაძრისთვის პირველი არ არის. 1972 წელს ხანძარმა შენობის სახურავი დააზიანა და მის აღდგენამდე ტაძარი 3 წლის განმავლობაში დახურული იყო.

წმინდა პეტრესა და პავლეს საკათედრო ტაძრის მშენებლობა 1434 წელს დაიწყო და მის საბოლოოდ დასრულებას 457 წელი დასჭირდა.