loader

ჟურნალისტებმა გიორგი გახარიას ნიკა გვარამიასა და გიორგი შაქარაშვილის დედის დაპირისპირებაზე კომენტარი სთხოვეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჟურნალისტებმა გიორგი გახარიას ნიკა გვარამიასა და გიორგი შაქარაშვილის დედის დაპირისპირებაზე კომენტარი სთხოვეს

"ჩვენ არ უნდა დავტოვოთ სივრცე ამ საკითხის პოლიტიზებისთვის", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით, ჟურნალისტების შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა. 

შეგახსენებთ, გავრცელდა გიორგი შაქარაშვილის დედის მიმართვა, რომელშიც თამუნა შალვაშვილმა აღნიშნა, რომ მისი გარდაცვლილი შვილის გამოძიების საკითხი "ბინძური პოლიტიკური ინტერესების საჯიჯგნი" გახდა.

შაქარაშვილის დედის საპასუხოდ, მოგვიანებით ნიკა გვარამიამ პოსტი გამოაქვეყნა. "ჩვენ ვმოქმედებთ ჩვენი შვილებისთვის და არა გიორგი შაქარაშვილისთვის, რომელსაც, სამწუხაროდ, ვეღარაფერს ვუშველით. ჩვენ ვადგენთ პირველ რიგში შაქარაშვილის მკვლელის ხელის დამფარებელს და ვინც არ უნდა ენდობოდეს გამოძიებას, ეს მხოლოდ მისი პრობლემაა და არა ჩვენი - ჩვენ გამოძებას არ ვენდობით", - დაწერა გვარამიამ.