loader

ვინ არიან კორონავირუსით ახალი ინფიცირებულები და ვისგან გადაედოთ მათ ინფექცია? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვინ არიან კორონავირუსით ახალი ინფიცირებულები და ვისგან გადაედოთ მათ ინფექცია?

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 10 ახალი შემთხვევიდან 4 სატვირთო ავტომობილის მძღოლია. აღნიშნულის შესახებ „პალიტრავიდეოს“ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განუცხადა.

მისივე თქმით, დანარჩენ 6 პირს ინფიცირებულებთან ჰქონდა კონტაქტი.

ცნობისათვის, საქართველოში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში, ინფიცირებულთა რაოდენობა 1028-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 4-ით გაიზარდა და 899-ს შეადგენს.

ასევე იხილეთ: კორონავირუსის ახალი შემთხვევები საქართველოში - რამდენით გაიზარდა ინფიცირებულთა და გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა