loader

კადრები ახმეტიდან, სადაც შელაპარაკების დროს ოლიმპიური ჩემპიონი და ექსდეპუტატი ,ზურაბ ზვიადაური დაჭრეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კადრები ახმეტიდან, სადაც შელაპარაკების დროს ოლიმპიური ჩემპიონი და ექსდეპუტატი ,ზურაბ ზვიადაური დაჭრეს

ახმეტაში, ურთიერთშელაპარაკების დროს ორი ადამიანი დაჭრეს. მათ შორის ერთ-ერთი ყოფილი დეპუტატი ზურაბ ზვიადაურია. შემთხვევა გვიან ღამით ქალაქის ცენტრში მოხდა.

"ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, ზურაბ ზვიადაური და სავარაუდო ბრალდებული ერთ ოჯახში იმყოფებოდნენ სტუმრად, სადაც მათ შორის კონფლიქტი წარსულში მომხდარი დავის გამო დაიწყო.

სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ ოლიმპიურ ჩემპიონს და მასთან მყოფ პირს ჭრილობა ცივი იარაღით მიაყენეს.

ორივე დაშავებული ახმეტის რაიონულ საავადმყოფოშია მოთავსებული და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ექიმის თქმით, არცერთს შემავალი ჭრილობა არ აღენიშნება.

გვიან ღამემდე ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ.

პოლიციას სავარაუდო ბრალდებული იდენტიფიცირებული ჰყავს. მომხდარზე გამოძიება 117-ე მუხლით დაიწყო.