X
რას აქვეყნებს კადიროვი მას შემდეგ, რაც აშშ-მ მას, მის მუღლესა და შვილებს სანქციები დაუწესა
10:36 / 21-07-2020
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა რუსეთის ფედერაციაში შემავალ ჩეჩნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ რამზან კადიროვს სანქცია დაუწესა. კონკრეტულად კი ამჟამად ჩეჩნეთის ლიდერს აშშ-ში შესვლა აეკრძალა. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
მათივე განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება „ჩეჩნეთის რესპუბლიკაში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის ფაქტებში კადიროვის მონაწილეობას“ უკავშირდება.
„დეპარტამენტი ფლობს ვრცელ სანდო ინფორმაციას, რომ კადიროვი პასუხისმგებელია ადამიანის უფლებების მრავალჯერ დარღვევაზე, რომელიც ათწლეულზე მეტი ხნით თარიღდება, მათ შორის არის წამებისა და სასამართლოს მიღმა მკვლელობის ფაქტები. ჩვენ შეშფოთებული ვართ, რომ ბატონი კადიროვი ჩეჩენი ხალხის წინააღმდეგ ადამიანის უფლებების შემდგომი დარღვევისთვის კორონავირუსის პანდემიას საბაბად იყენებს“, - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

სანქცია ეხებათ რამზან კადიროვის მეუღლეს მედნი კადიროვას და შვილებს - აიშათ კადიროვას და კარინა კადიროვას. აშშ ანალოგიური ზომების მიღებისკენ ამავე აზრზე მყოფ სხვა ქვეყნებსაც მოუწოდებს.

ამერიკის ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებას კადიროვი Telegram-ზე გამოეხმაურა. მან ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც ცეცხლსასროლი იარაღებით ხელშია გამოსახული, ფოტოს კი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს მისამართით შემდეგი ტექსტი დაურთო: „პომპეო, ჩვენ ვიღებთ ამ ბრძოლას! შემდგომში უფრო საინტერესო იქნება“.

აშშ-მ კადიროვს და მის ხელქვეითებს აქამდეც დაუწესა სანქციები, მათ შორის ეკონომიკური კუთხით.
ბოლო სიახლეები
Autoplay
პოპულარული
რა ინციდენტი შეემთხვა გუშინ გია სურამელაშვილს რესტორანში - რას ამბობს მომღერლის პროდიუსერი და რას აცხადებენ შსს-ში
არქეოლოგებმა ჩვ. წ. აღ-მდე XV-XIV საუკუნეების სამარხი და ადამიანის ნეშტი აღმოაჩინეს
3 წლის გაუჩინარებული გოგონას საქმეს 13 წლის შემდეგ ახალი ეჭვმიტანილი ჰყავს - ბრიტანეთში მომხდარი ტრაგედია, რომელზეც სერიალიც კი შექმნეს
"5 თვეა ვეძებ შვილს და ვერ ვპოულობ" - ფოთში დაკარგული 31 წლის ირაკლი ჯაბუას ოჯახი დახმარებას ითხოვს
"ნეტა, გადამეღო ყველაფერი" - ექსკლუზიური ინტერვიუ ფოტოგრაფთან, რომელმაც 19 წლის გიორგი შაქარაშვილი ბოლოს ნახა
პუტინის ქალიშვილების 7 უცნობი ფოტო, რომლებიც რუსეთიდან გაქცეულმა ბანკირმა  გაასაჯაროვა
"ლაწირაკო, უზრდელო, მაიმუნო!" - სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრსა და აქტივისტს შორის
"ოქრო დიდ როლს თამაშობს... ცეკვა მრავალფეროვანია" - ერაყში მცხოვრები ქართველი გოგო გვიყვება, როგორ ხდება ქორწინება ერაყში