loader

ავტობუსს, რომლის მგზავრებიც ტერორისტმა მძევლად აიყვანა, ნატყვიარი აქვს - კადრები უკრაინიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ავტობუსს, რომლის მგზავრებიც ტერორისტმა მძევლად აიყვანა, ნატყვიარი აქვს - კადრები უკრაინიდან

უკრაინის ქალაქ ლუცკში შეიარაღებული პირი ავტობუსს თავს დაესხა და მგზავრები გაიტაცა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ინციდენტის ადგილიდან სროლის ხმა ისმოდა. პოლიციის ინფორმაციით, მამაკაცს, რომელიც ავტობუსს თავს დაესხა, იარაღი და ასაფეთქებელი მასალა აქვს.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, გამტაცებელმა ვიდეოჩაწერა და სოციალურ ქსელ "ტვიტერში" პოსტი გამოაქვეყნა. მამაკაცი, რომელიც თავის თავს მაქსიმ პლოხის უწოდებს, ითხოვს, მაღალჩინოსნებმა ვიდეომიმართვა ჩაწერონ, სადაც იტყვიან, რომ "კანონიერი ტერორისტები" არიან. კერძოდ, ის აღნიშნული შინაარსის ვიდეომიმართვის გავრცელებას სასამართლოების, სამინისტროების, პროკურატურის, პარლამენტისა და ეკლესიის მეთაურებისგან ითხოვს.

ის აცხადებს, რომ ერთი ასაფეთქებელი მოწობილობა ხალხმრავალ ადგილზე აქვს დამალული.



ასევე დაგაინტერესებთ: ეს ვიდეო მამაკაცმა უკრაინაში, ავტობუსის მგზავრების მძევლად აყვანამდე ჩაწერა