loader

უკომენტაროდ: უწყვეტი რეპორტაჟი უკრაინიდან, ქალაქ ლუცკიდან, სადაც შეირაღებულმა პირმა ავტობუსი გაიტაცა და ტერაქტით იმუქრება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უკომენტაროდ: უწყვეტი რეპორტაჟი უკრაინიდან, ქალაქ ლუცკიდან, სადაც შეირაღებულმა პირმა ავტობუსი გაიტაცა და ტერაქტით იმუქრება

ბოლო განახლება: უკრაინელი ჟურნალისტი იური ბუტუსოვი აცხადებს, რომ მას ავტობუსის გამტაცებელმა დაურეკა და ჟურნალისტების მისვლა მოითხოვა.

„ის ჟურნალისტებისგან თავის მოთხოვნების გავრცელებას ითხოვს. მან თქვა, რომ სურს, ყველა ჟურნალისტი მივიდეს მასთან, მე კი ვუპასუხე, რომ მზად ვარ მივიდე, თუკი ის ავტობუსიდან ქალებსა და ბავშვებს გაათავისუფლებს,“- აცხადებს ბუტუსოვი.

მისივე თქმით, გამტაცებელმა უთხრა, რომ შეიარაღებულია.

შეგახსენებთ, უკრაინის ქალაქ ლუცკში შეიარაღებულმა პირმა ავტობუსი გაიტაცა და მგზავრები მძევლად აიყვანა, გატაცებამდე მამაკაცმა, რომელიც საკუთარ თავს „მაქსიმ პლახოის“ უწოდებს, ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ყველას ულოცავს „ანტისისტემის“ დღეს და აცხადებს, რომ „სახელმწიფო - პირველი ტერორისტია.“ მამაკაცი მოითხოვს, რომ მაღალჩინოსნებმა ვიდეომიმართვა ჩაწერონ, სადაც იტყვიან, რომ „კანონიერი ტერორისტები“ არიან. კერძოდ, ის აღნიშნული შინაარსის ვიდეომიმართვის გავრცელებას სასამართლოების, სამინისტროების, პროკურატურის, პარლამენტისა და ეკლესიის მეთაურებისგან ითხოვს. გამტაცებელი აცხადებს, რომ ერთი ასაფეთქებელი მოწობილობა ხალხმრავალ ადგილზე აქვს დამონტაჟებული.