loader

"მოხდა ეს სასწაული" - როგორია 3 წლის ცოტნეს ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც დიდ დიღომში ძიძასთან ყოფნისას მე-6 სართულიდან გადმოვარდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მოხდა ეს სასწაული" - როგორია 3 წლის ცოტნეს ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც დიდ დიღომში ძიძასთან ყოფნისას მე-6 სართულიდან გადმოვარდა

3 ივლისს, დიდ დიღომში, პეტრე იბერის ქუჩაზე 3 წლის ბავშვი მე-6 სართულიდან გადმოვარდა. 3 წლის ცოტნე სახლში ძიძასთან ერთად იმყოფებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვმა მწერებისგან დამცავ ბადეს ხელი მიადო და მას გადმოჰყვა.

როგორც "პალიტრავიდეოს" ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მაია ჩხაიძემ უთხრა, ბავშვი გადარჩა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. პატარა აპარატიდან მოხსნილია.

პატარა ცოტნეს უამრავი ადამიანი გულშემატკივრობს. მის დასახმარებლად სოციალურ ქსელში შექმნილია სპეციალური ჯგუფი ცონტესთვის, სადაც მისი ჯანმრთელობის შესახებ ახალ ინფორმაციებს აქვეყნებენ. წერენ, რომ ცოტნეს მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.

დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეუძლიათ მითითებულ ანგარიშის ნომრებზე:

მიმღები: გურანდა ხიმშიაშვილი
ანგ: #GE53TB7896845068100005
დანიშნულება: ცოტნესთვის