loader

"ერთი უდანაშაულო ბიჭი, გარეთაც რომ არ გამოსულა, დაიკარგა, მითხარი, სად დატოვეთ, რომ მოვძებნოთ" - რას სწერდა ანა გაბეჩავა არასრულწლოვან ლ.შ.-ს გიორგი შაქარაშვილზე? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ერთი უდანაშაულო ბიჭი, გარეთაც რომ არ გამოსულა, დაიკარგა, მითხარი, სად დატოვეთ, რომ მოვძებნოთ" - რას სწერდა ანა გაბეჩავა არასრულწლოვან ლ.შ.-ს გიორგი შაქარაშვილზე?

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე მოწმის სახით გამოკითხული იუბილარი ანა გაბეჩავა ერთ-ერთ არასრულწოვანს, ლ.შ.-ს დაკავებამდე პირად მიმოწერაში სთხოვს უთხრას,
იჯდა თუ არა ის "მერსედესის" მარკის ავტომანქანაში, რომელსაც ძიუდოისტი გიგა ტატიაშვილი მართავდა და სად დატოვეს გიორგი შაქარაშვილი.

აღნიშნული მიმოწერა საქმის მასალების ახალ, მე-20 ტომშია.

"ვერ პოულობენ ... მითხარი, სად დატოვეთ, რომ მოვძებნოთ? გიგას მანქანით შენც იყავი? ბავშვები რომ სცემეთ რკინის ჯოხებით, მაგ მანქანაში შენც იყავი?", - წერს გაბეჩავა არასრუწლოვანს.

აღნიშნულთან დაკავშირებით ლ.შ. გაბეჩავას პასუხობს - "იქ რა მინდოდა, თბილისამდე 15 კაცი მომსდევდა".

გაბეჩავა არასრულწლოვანს რამდენჯერმე სთხოვს სიმართლე უთხრას.

"მისმინე, არ მომატყუო. შენც იჯექი მაგ მანქანაში? ხუთი ბავშვი დაიჭირეს, ორი გამოიქცა, ერთი საავადმყოფოში წევს. ძალიან უცემიათ. გიგას მანქანით იყვნენ და ერთი "ვაბშე" უდანაშაულო გარეთაც რომ არ გამოსულა, დაიკარგა, ვერ ვპოულობთ, მშობლებმაც გაიგეს და თუ ვერ იპოვიან, ახლა საგურამოში მიდიან და პოლიცია დაერევა. არ გეცოდებით საერთოდ?

დაიფიცე, რომ იქ არ მჯდარხარ.... მისმინე, ხუთი ბავშვი მიდიოდა და გიგას მანქანით გადაუდგნენ წინ რკინის რაღაცებით... ასე როგორ გაიმეტეს ბავშვი. იმენა უდანაშაულო იყო. შენ მომიკვდე, ოთახიდან არ გასულა. დაჟე მე ვუთხარი, ჩხუბია გარეთთქო", - წერს გაბეჩავა ლ.შ.-ს, რაზეც არასრულწლოვანი პასუხობს, რომ მომხდართან შეხება არ ჰქონია.