loader

ავარია ფოთში - ავტომანქანა ფეხით მოსიარულე ქალსა და ბავშვს დაეჯახა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ავარია ფოთში - ავტომანქანა ფეხით მოსიარულე ქალსა და ბავშვს დაეჯახა

ფოთში, რუსთაველის რკალზე, მსუბუქი ავტომანქანა ფეხით მოსიარულე ქალსა და ბავშვს დაეჯახა. შემთხვევის შედეგად ორივე მათგანი დაშავდა. თვითმხილველთა ინფორმაციით, შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც ისინი ქუჩაზე გადასვლას ცდილობდნენ.

დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ქალაქის ჰოსპიტალში გადაიყვანა. ექიმების ინფორმაციით, ქალს თავის ტრავმა აღენიშნება, მოზარდს კი ზედაპირული ტრავმა.

როგორც ,,ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის დაზიანება.

ავტორი: მაია ძაგანია