loader

"მონებო!" - შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ამ წუთებში დაპირისპირებაა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მონებო!" - შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ამ წუთებში დაპირისპირებაა

შსს-სთან მიმდინარე აქციაზე, სადაც დაპირისპირება მოხდა, 3 პირი დააკავეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, დაკავება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის შესაბამისად მოხდა, რაც სამართალდამცველების კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩლებლობას გულიხსმობს.

დაკავებულთა შორის არის ზვიად კუპრავა.

შს სამინისტროსთან სამოქალაქო აქტივისტებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეები ცდილობდნენ გზის გადაკეტვას, რასაც პოლიციასთან დაპირისპირება მოჰყვა. აქციის მონაწილეების თქმით, ისინი საავტომობილო გზაზე რამდენიმე წუთიანი პერფორმანსის დადგმას გეგმავდნენ.