loader

რა ხდებოდა პოლიციელის პროცესზე, რომელსაც გაუპატიურების ბრალდებით პატიმრობა შეუფარდეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ხდებოდა პოლიციელის პროცესზე, რომელსაც გაუპატიურების ბრალდებით პატიმრობა შეუფარდეს

გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ ყოფილ პოლიციელს, ზაზა ალავერდაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ეკატერინე კუკულაშვილმა გამოაცხადა. დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარემ დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება მოითხოვა, დაცვის მხარემ კი, ალავერდაშვილის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვება მოითხოვა, ალტერნატივის სახით კი სასამართლოს 5 000 ლარის ოდენობის გირაო შესთავაზა.

ცნობისთვის, ზაზა ალავერდაშვილს ბრალი გუშინ წარუდგინეს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გაუპატიურებას გულისხმობს. ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს.