loader

17 ივლისს თამარ ბაჩალიაშვილმა აფთიაქში შეიძინა გარკვეული მედიკამდენტები, ამოღებულია წერილი ანაბრის გამოყენებაზე - შსს 23 წლის პროგრამისტის საქმეზე ამ დროისთვის არსებულ ინფორმაციაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

17 ივლისს თამარ ბაჩალიაშვილმა აფთიაქში შეიძინა გარკვეული მედიკამდენტები, ამოღებულია წერილი ანაბრის გამოყენებაზე - შსს 23 წლის პროგრამისტის საქმეზე ამ დროისთვის არსებულ ინფორმაციაზე

პირველადი დათვალიერებით გარდაცვლილის სხეულს ძალადობის კვალი არ აღენიშნება - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა მამუკა ჭელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, 17 ივლისს თამარ ბაჩალიაშვილმა აფთიაქში გარკვეული მედიკამენტები შეიძინა, რაც გამოძიების მიერ დგინდება არის თუ არა მისი ჩანთიდან ამოღებული მედიკამენტების იდენტური.

"ასევე ამოღებულია წერილი, ანაბრის გამოყენებაზე, რასთან დაკავშირებითაც გამოთხოვილია ინფორმაცია თამარ ბაჩალიაშვილის საბანკო ანგარიშების თაობაზე. ასევე, მისი სამუშაო ადგილიდან ამოღებულია კომპიუტერი ტექნიკა. გამოძიება მუშაობას ყველა შესაძლო ვერსიაზე", - განაცხადა მამუკა ჭელიძემ.