loader

პირველი კადრები გიორგი შაქარაშვილის საქმის პროცესიდან, სადაც ამ წუთებში 11 პირს ასამართლებენ (მონტაჟის გარეშე) - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პირველი კადრები გიორგი შაქარაშვილის საქმის პროცესიდან, სადაც ამ წუთებში 11 პირს ასამართლებენ (მონტაჟის გარეშე)

მცხეთის რაიონულ სასამართლოში ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 11 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გადაისინჯება. როგორც პროცესის დაწყებამდე დაკავებულების ადვოკატებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, ისინი ბრალდებულების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობას დააყენებენ. კერძოდ კი, უფლებადამცველები დაკავებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების 5 000-დან 10000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ შეცვლას მოითხოვენ.