loader

უთხრა თუ არა პოლიციის მაღალჩინოსანმა თამარ ბაჩალიაშვილის მამას, რომ "მისი შვილი შარშია"? - ლადო ბაჭულაშვილის კომენტარი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უთხრა თუ არა პოლიციის მაღალჩინოსანმა თამარ ბაჩალიაშვილის მამას, რომ "მისი შვილი შარშია"? - ლადო ბაჭულაშვილის კომენტარი

ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ლადო ბაჭულაშვილი კატეგორიულად უარყოფს თამარ ბაჩალიაშვილის მამის, ჯუმბერ ბაჩალიაშვილის განცხადებას იმის თაობაზე, თითქოს მისი შვილის კომპიუტერის გახსნის შემდეგ, მან უთხრა, რომ „თამარი შარში იყო“. როგორც ლადო ბაჭულაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ის აღნიშნულ განცხადების თაობაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში დაიბარეს და გამოძიება დაინტერესდა, ჰქონდა თუ არა კომუნიკაცია გარდაცვლილის ოჯახთან და რა სახის.

მან გარდაცვლილის ოჯახს მიუსამძიმრა და აღნიშნა, რომ თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახთან როგორც პირადი, ასევე სატელეფონო კომუნიკაცია ჰქონდა.