loader

"სამი ცალი მინდა, კაი გამიკეთე, რა" - შსს ფარულ და ნარკორეალიზატორების დაკავების კადრებს ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"სამი ცალი მინდა, კაი გამიკეთე, რა" - შსს ფარულ და ნარკორეალიზატორების დაკავების კადრებს ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს და გენერალური პროკურატურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ფონიჭალის დასახლებაში 9 ნარკორეალიზატორი დააკავეს. ამის შესახებ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის ოპერატიული განყოფილების უფროსმა სანდრო გულუამ შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი განმარტებით, დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.