loader

რა ვითარებაა ამჟამად რაჭაში, სადაც სტიქიის გამო 12 სოფელი გარესამყაროსაა მოწყვეტილი - დეტალური ინფორმაცია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ვითარებაა ამჟამად რაჭაში, სადაც სტიქიის გამო 12 სოფელი გარესამყაროსაა მოწყვეტილი - დეტალური ინფორმაცია

რაჭაში, სტიქიის ადგილზე პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონულ საკითხებში სოზარ სუბარი იმყოფება. ის სამთავრობო გუნდთან ერთად მიყენებულ ზარალს გაეცნო.

"11 ხიდია დაზიანებული და 12 სოფელი კი გარესამყაროსაა მოწყვეტილი, ხოლო ორი ათასამდე ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ჩვენი ჯგუფი ორ ნაწილად გაიყო. მე ამ ეტაპზე მაშველებთან ერთად ვიმყოფები. დიდი რაოდენობით ტექნიკაა მობილიზებული, რომლებიც გზის აღდგენას იწყებენ. გადაუდებელი მდგომარეობის შემთხვევაში, სტიქიის ზონაში დარჩენილი ტურისტების გამოყვანა ვერტმფრენით მოხდება. რამდენიმე სახლია დაზიანებული. ზარალის დათვლა ჯერ არ მომხდარა, თუმცა საკმაოდ დიდია და აუცილებლად დავეხმარებით მაქსიმალურად ყველას. რაც მთავარია, მოსახლეობა ამ ეტაპზე უსაფრთხოდაა", - განაცხადა სოზარ სუბარმა.



ასევე დაგაინტერესებთ: "ჩემს სახლს წუთი-წუთზე წაიღებს" - რა ვითარებაა ამ წუთებში რაჭაში