loader

როგორ გამოიყურება სტიქიისგან დაზარალებული რაჭა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ გამოიყურება სტიქიისგან დაზარალებული რაჭა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონულ საკითხებში სოზარ სუბარი აცხადებს, რომ რაჭაში სტიქიის ზონაში ვითარება ამ დროისათვის უსაფრთხოა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" სოზარ სუბარმა ონში განუცხადა, 4 ვერტმფრენის საშუალებით 7 რეისი შესრულდა, სტიქიის ზონიდან გამოყვანილია 100-მდე ადამიანი, მათ შორის, არიან მცირეწლოვნები.

მისივე თქმით, ზარალი დიდია.

სუბარის განმარტებით, ვერტმფრენები ადგილზე დარჩებიან, ვიდრე სტიქიის შედეგად დაზარალებული გზა არ აღდგება და მოსახლეობას დახმარება სჭირდება.

სოზარ სუბარის განმარტებით, სრულად დაითვლება ზარალი, რის შემდეგაც სახლებთან დაკავშირებული ზარალი მთლიანად ანაზღაურდება.