loader

"ევაკუაცია ჭაობში მოგვიწია" - რას ჰყვებიან მოქალაქეები, რომლებიც რაჭაში, სტიქიის ზონაში იმყოფებოდნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ევაკუაცია ჭაობში მოგვიწია" - რას ჰყვებიან მოქალაქეები, რომლებიც რაჭაში, სტიქიის ზონაში იმყოფებოდნენ

საგანგებო სიტუაციის სამსახურის წარმომადგენლებმა რაჭაში, სტიქიის ზონაში მყოფი მოქალაქეების ნაწილი უკვე გამოიყვანეს. სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით სამაშველო ოპერაცია სტიქიის შედეგად დაზარალებულ სოფლებში დილიდან განახლდა. ვერტმფრენებით რეისები სტიქიის ზონაში მოქალაქეთა გამოსაყვანად დღის განმავლობაში, სავარაუდოდ, კიდევ შესრულდება.

როგორც " ინტერპრესნიუსს" სტიქიის ზონიდან გამოსულმა მოქალაქეებმა განუცხადეს, ადგილზე საკვების, წყლისა და მედიკამენტების მარაგის მხრივ პრობლემები არ შექმნიათ და ამ დროისთვის თავს უსაფრთხოდ გრძნობენ.