loader

ვის სამინისტროებში გაიცა ყველაზე მეტი პრემიები და დანამატები - რას აჩვენებს ბიუჯეტის მონიტორინგის სტატისტიკა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვის სამინისტროებში გაიცა ყველაზე მეტი პრემიები და დანამატები - რას აჩვენებს ბიუჯეტის მონიტორინგის სტატისტიკა

2019 წელს სახელმწიფო უწყებებში დასაქმებულთა პრემია-დანამატებზე ჯამში 270,4 მლნ ლარი გაიცა. აქედან 35,9 მლნ პრემიაზე, ხოლო 234,5 მლნ დანამატზე მოდის.
ბიუჯეტის მონიტორინგის სტატისტიკის მიხედვით, 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში პრემია-დანამატების საერთო მოცულობამ 234,4 მლნ ლარი შეადგინა (პრემია - 32,3 მლნ ლარი: დანამატი - 202,1 მლნ ლარი). შედეგად გამოდის, რომ 2019 წელს სახელმწიფო ხაზინას პრემია-დანამატები 36 მლნ ლარით გაუძვირდა.
აღსანიშნავია, რომ ყველაზე დიდი რაოდენობით პრემია-დანამატი შინაგან საქმეთა სამინისტროში გაიცა - 94,8 მლნ ლარი, რაც საერთო მოცულობის 35%-ს შეადგენს.

ავტორი: მარიამ ჩიქოვანი
"პალიტრავიდეოს" ეს მასალა მომზადებულია "ბიზნესპრესნიუსის" მასალის მიხედვით