loader

"ისინი უნდა დარჩნენ პატიმრობაში" - რა მოლოდინები აქვს 6 არასრულწლოვნის მიმართ გიორგი შაქარაშვილის ბიძას სასამართლო პროცესის წინ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ისინი უნდა დარჩნენ პატიმრობაში" - რა მოლოდინები აქვს 6 არასრულწლოვნის მიმართ გიორგი შაქარაშვილის ბიძას სასამართლო პროცესის წინ

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული 6 არასრულწლოვნის წინასასამართლო სხდომა დღეს გაიმართება.

პროცესი მცხეთის რაიონულ სასამართლოში 12:00 საათზეა დანიშნული.

დღევანდელ პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ. ამასთან, გადაისინჯება დაკავებულებისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა.