loader

როგორ ეძებენ სვანეთში, 19 ივლისის შემდეგ დაკარგულ ილია ფილფანს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ ეძებენ სვანეთში, 19 ივლისის შემდეგ დაკარგულ ილია ფილფანს

სვანეთში დაკარგული 13 წლის მოზარდის, ილია ფილფანის სამძებრო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში გრძელდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, სამძებრო სამუშაოები სვანეთში და შავი ზღვის სანაპირო ზოლზე მიმდინარეობს.

"დრონები და ვერტმფრენები ადგილზე არიან მობილიზებულები, მაშველები სამძებრო სამუშაოებს როგორც სვანეთში, ასევე შავი ზღვის სანაპირო ზოლზე ახორციელებენ", - განაცხადეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

შეგახსენებთ, გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ 112-ში 13 წლის მოზარდის დაკარგვის შესახებ ინფორმაცია 19 ივლისს შევიდა.