loader

"ირინა ენუქიძე მოგონილი იქნება. დამისახელონ ის 3 ადამიანი, ვის ფაილებშიც შეაღწია ჩემმა შვილმა", - თამარ ბაჩალიაშვილის დედა გახარიასთან შეხვედრას ითხოვს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ირინა ენუქიძე მოგონილი იქნება. დამისახელონ ის 3 ადამიანი, ვის ფაილებშიც შეაღწია ჩემმა შვილმა", - თამარ ბაჩალიაშვილის დედა გახარიასთან შეხვედრას ითხოვს

გარ­დაც­ვლი­ლი თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის დედა, თე­ო­ნა თა­მა­ზაშ­ვი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას­თან შეხ­ვედ­რას ითხოვს. რო­გორც მან ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, ოჯა­ხის მო­თხოვ­ნაა, და­ა­სა­ხე­ლონ ის სამი ადა­მი­ა­ნი, რომ­ლის ვის ფა­ი­ლებ­შიც თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვილ­მა შე­აღ­წია.

"ალ­ბათ ვირ­თხე­ბი­ვით დარ­ბი­ან, რომ მა­სა­ლე­ბი "შე­კე­რონ“, ამას არ და­ვუშ­ვებ. ირი­ნა ენუ­ქი­ძე მო­გო­ნი­ლი იქ­ნე­ბა. და­მი­სა­ხე­ლონ ის სამი ადა­მი­ა­ნი, ვის ფა­ი­ლებ­შიც შე­აღ­წია ჩემ­მა შვილ­მა, შე­იძ­ლე­ბა 3 ადა­მი­ან­ზე მე­ტიც არის. დაძ­რუ­ლია მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო, უკვე სლო­გა­ნიც არის შექ­მნი­ლი, რომ არის "მკვლე­ლი მთავ­რო­ბა“. სჯობს, რომ გონს მო­ე­გონ! სა­ნამ გა­და­უ­ყო­ლე­ბი­ათ ნა­ბა­ნი წყლის­თვის ბავ­შვი, მთავ­რო­ბამ და­ა­სა­ხე­ლოს ის 3 ადა­მი­ა­ნი, ვის ფა­ი­ლებ­შიც შე­აღ­წია ჩემ­მა შვილ­მა და ჯგუ­ფუ­რად მოკ­ლეს ჩემი შვი­ლი. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში მივ­დი­ვარ. მო­ვი­თხოვ გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას­თან შეხ­ვედ­რას, უშუ­ა­ლოდ გა­ხა­რი­ას მინ­და ვე­სა­უბ­რო. გა­აჟ­ღე­რეთ ეს ინ­ფორ­მა­ცია, რაც შე­იძ­ლე­ბა მალე გა­და­ე­ცით“, - გა­ნუ­ცხა­და თე­ო­ნა თა­მა­ზაშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს.