loader

თბილისში გოგი თოფაძის შვილიშვილი დაჭრეს - თოფაძის თქმით, შვილიშვილს 4 ჭრილობა აქვს მიყენებული - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თბილისში გოგი თოფაძის შვილიშვილი დაჭრეს - თოფაძის თქმით, შვილიშვილს 4 ჭრილობა აქვს მიყენებული

თბილისში, საკუთარ სახლში ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილი დაჭრეს. ინფორმაცია ამის შესახებ „ინტეპრესნიუსს“ გოგი თოფაძემ დაუდასტურა.

როგორც თოფაძე ამბობს, მის შვილიშვილს 4 ჭრილობა აქვს მიყენებული და ახლა საავადმყოფოში, უგონო მდგომარეობაშია.

თოფაძის თქმით, შემთხვევა დილით მოხდა. მისივე თქმით, მისი შვილი სავარაუდო დამნაშვეს შორიდან იცნობს.

„დილის 5:00 საათზე დაჭრეს, სახლში შემოუვარდნენ ჩემს შვილს. ახლა მოვედი საავადმყოფოდან, ოპერაცია გაუკეთეს, 4 ჭრილობა აქვს მიყენებული და ჯერ უგონოდ არის. ჩემთან სახლში მე-4 სართულზე, ჩემი შვილიშვილის სტუმრები იყვნენ, გოგოებიც ჰყავდათ, ბიჭებიც, ქეიფობდნენ, შემოვარდა ის კაცი. მანამდე დაურეკა ერთ-ერთს, ქალს, რომელიც ჩვენთან იყო, რაღაც აინტერესებდა ეტყობა. ეს ადამიანი, ვინც ჩემი შვილიშვილი დაჭრა, არ იყო სტუმარი, დაურეკა ერთ-ერთ სტუმარს, ეს არისო მანდო? კი, ჩვენ ვართო და გამოვარდა, ეზოდან შემოვიდა. ამ პიროვნებას მგონი ჩემი შვილიშვილი შორიდან იცნობდა, მაგრამ იმას აინტერესებდა აქ სხვა, ქალბატონი აინტერესებდა, ამიტომ გააკეთა ეს ყველაფერი - არ ვიცი, ასე მეუბნებიან მაგის ნაცნობები და მეგობრები“ , - განაცხადა გოგი თოფაძემ.