loader

"ამ სოფელში დავიბადე და ასეთი სტიქია არ ყოფილა, მანქანა წყალში ტივტივებს" - ლაგოდეხში ძლიერი წვიმის შედეგად მოვარდნილი წყალი ეზოებსა და სახლებში შევარდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ამ სოფელში დავიბადე და ასეთი სტიქია არ ყოფილა, მანქანა წყალში ტივტივებს" - ლაგოდეხში ძლიერი წვიმის შედეგად მოვარდნილი წყალი ეზოებსა და სახლებში შევარდა

სტიქია ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში - სოფელ მსხალგორში უმძიმესი მდგომარეობაა. დატბორილია საცხოვრებელი სახლები, ეზოები და სასოფლო-სამეურნეო. ძლიერი წვიმის შედეგად მოვარდნილი წყალი პირდაპირ ეზოებსა და სახლებში შევარდა. ხალხი, მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად, ღამე გარეთ იყო გამოსული, რადგან სახლში გაჩერება სახიფათოა.

ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ სანიაღვრე არხებმა წყალი ვერ გაატარა. სოფლის ხანშიშესული მცხოვრების თქმით, მას სოფელ მსხალგორში ასეთი სიძლიერის სტიქია არ ახსოვს. ინფორმაციას ტელეკომპანია "მთავარი" ავრცელებს.