loader

მდიდარნი და მდუმარენი - დეპუტატების სია, რომელთაც ტრიბუნაზე სიტყვა არ უთქვამთ, თუმცა ერთ-ერთ მათგანს ისევ მაჟორიტარობა სურს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მდიდარნი და მდუმარენი - დეპუტატების სია, რომელთაც ტრიბუნაზე სიტყვა არ უთქვამთ, თუმცა ერთ-ერთ მათგანს ისევ მაჟორიტარობა სურს

"სიტყვით გამომსვლელი დეპუტატების რაოდენობა გაიზარდა, თუმცა კვლავ პრობლემად რჩება დეპუტატების აქტივობა, რომლებიც საერთოდ არ სარგებლობენ ამ უფლებით", - ამის შესახებ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" კვლევაშია აღნიშნული, რომელიც 2019 წლის 1-ლი იანვრიდან 2019 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდში საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობის შეფასებას მიეძღვნა.
ანგარიშის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში სიტყვით გამოსვლის უფლებით საერთოდ არ უსარგებლია 21 დეპუტატს. აღსანიშნავია, რომ მათგან 18 უმრავლესობის წარმომადგენელია, რომელთა უმეტესი ნაწილი, კერძოდ, 10 დეპუტატი პარლამენტში მაჟორიტარული წესით მოხვდა. ასევე, აღსანიშნავია ისიც, რომ მათი დიდი ნაწილი ძალიან მდიდარია. 


ავტორი: ნინი გაბისონია