loader

თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებმა ამერიკის საელჩოსთან აქცია გამართეს - რა მოთხოვნები აქვს ოჯახს? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებმა ამერიკის საელჩოსთან აქცია გამართეს - რა მოთხოვნები აქვს ოჯახს?

გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები და ახლობლები საქართველოში აშშ-ის საელჩოსთან აქციას მართავენ. როგორც თამარ ბაჩალიაშვილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ოჯახის მოთხოვნაა, საქმეში FBI ჩაერთოს.

დედა ასევე აშშ-ის ელჩთან, კელი დეგნანთან შეხვედრას ითხოვს.

თეონა თამაზაშვილმა საელჩოს შენობის წინ დაიჩოქა და საქმის ობიექტურად გამოძიება კიდევ ერთხელ ითხოვა. მისი თქმით, თუ უახლოეს დღეებში საქმის გამოძიებაში გამოძიების ფედერალური ბიურო არ ჩაერთვება, ის შიმშილობას დაიწყებს. კადრებს "რადიო თავისუფლება" ავრცელებს.