loader

"თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში" პაციენტი მოატყუეს და ოპერაცია იტალიიდან მოწვეული სპეციალისტის ნაცვლად, 2-ჯერ ლიცენზიის არმქონე პირებმა გაუკეთეს - პაციენტი კომაშია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში" პაციენტი მოატყუეს და ოპერაცია იტალიიდან მოწვეული სპეციალისტის ნაცვლად, 2-ჯერ ლიცენზიის არმქონე პირებმა გაუკეთეს - პაციენტი კომაშია

თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა, სამსახურებრივი გულგრილობის, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობისა და უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, "თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს" დირექტორი გ.ლ. და ამავე კლინიკის ექიმი ვ.ყ. დააკავეს, ხოლო უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტზე მ.ხ.-ს მიმართ დაუსწრებლად იქნა გამოტანილი დადგენილება ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის შესახებ.

საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2018 წლის ზაფხულში მოქალაქე ნ.ც.-მ შესაბამისი სამედიცინო მომსახურების მიღების მიზნით, კლინიკა - შპს "თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოს" მიმართა, სადაც მას კონსულტაცია ექიმმა ვ.ყ.-მ გაუწია.

ასევე იხილეთ: ვინ არის და რას ამბობს თაღლითობაში ბრალდებული ექიმი, რომელიც 25 წლის გოგონას ოპერაციაში მონაწილეობდა, რა დროსაც პაციენტი კომაში ჩავარდა

25 წლის გოგონა უკვე 20 თვეა კომაშია - დეტალურად: როგორ მოატყუეს პაციენტი "თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში"