loader

კადრებში ჩანს, როგორ გადაჰყავს ბუსა ჟვანია საპატრულო პოლიციას საავადმყოფოდან პირდაპირ სასამართლოში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კადრებში ჩანს, როგორ გადაჰყავს ბუსა ჟვანია საპატრულო პოლიციას საავადმყოფოდან პირდაპირ სასამართლოში

გოგი თოფაძის შვილიშვილის განზრახ მკვლელობის მცდელობის საქმეზე ბრალდებულის, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას შვილის, ბესარიონ (ბუსა) ჟვანიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. პროკურატურა ბრალდებულისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.

საკითხს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკატერინე კულულაშვილი პროკურატურის მიმართვის საფუძველზე განიხილავს. პროცესი სასამართლოში17:00 საათზეა ჩანიშნული.

ცნობისთვის, თბილისში ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილი ლევან თოფაძე ორი დღის წინ დაჭრეს. დაჭრის ფაქტზე დაკავებულია ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას შვილი ბუსა ჟვანია. დაჭრილია თავად ჟვანიაც.

ბუსა ჟვანიას ბრალი ოფიციალურად გუშინ წარუდგინეს.