loader

კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა: რას უკავშირდება ახალი შემთხვევები და როგორია ინფიცირებულთა მდგომარეობა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა: რას უკავშირდება ახალი შემთხვევები და როგორია ინფიცირებულთა მდგომარეობა

საქართველოში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე განახლდა.

საქართველოში სულ კორონავირუსის 1197 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა 12 პაციენტი – განკურნებულთა რაოდენობა სულ 974-ს შეადგენს. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7066 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 294.