loader

ბეირუთში მომხდარი მასშტაბური აფეთქების კადრები, რომელიც კატასტროფის სრულ სურათს დაგვანახებს: დაიღუპა 78 ადამიანი და დაშავდა 4 000-ზე მეტი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბეირუთში მომხდარი მასშტაბური აფეთქების კადრები, რომელიც კატასტროფის სრულ სურათს დაგვანახებს: დაიღუპა 78 ადამიანი და დაშავდა 4 000-ზე მეტი

ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში მომხდარი ძლიერი აფეთქების შედეგად დაიღუპა 78 ადამიანი და დაშავდა 4 000-ზე მეტი, - ამის შესახებ ინფორმაციას "როიტერსი" ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ლიბანის ოფიციალური პირები აფეთქებას ასაფეთქებელი ნივთიერებების საწყობს უკავშირებენ. ქვეყნის პრეზიდენტმა მიშელ აუნმა სოციალურ ქსელ "ტვიტერში" განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ 2 750 ტონა ამონიუმის ნიტრატის საწყობში, უსაფრთხოების ნორმების დაცვის გარეშე, ექვსი წლის განმავლობაში შენახვა მიუღებელია.