ბოლო დროის ყველაზე საშინელი აფეთქება, რომელმაც 300 000 ადამიანი უსახლკაროდ დატოვა - ყველაფერი, რაც ბეირუთში მომხდარი ტრაგედიის შესახებ ვიცით
5 აგვისტო ლიბანში გლოვის დღედ გამოცხადდა. მთელი მსოფლიო ბეირუთში მომხდარ აფეთქებაზე საუბრობს.
დედაქალაქში ძლიერი აფეთქება, დაახლოებით, საღამოს 8 საათზე მოხდა. ტრაგედიის ადგილის მახლობლად ასაფეთქებელი ნივთიერებების საწყობი მდებარეობდა. ბოლო მონაცემებით, აფეთქების შედეგად 100-მდე ადამიანი დაიღუპა, დაშავდა 4 000-ზე მეტი. Al-Jazeera-ს ინფორმაციით, ლიბანის ხელისუფლება მსხვერპლის ზრდას ელოდება, რადგან ბევრი ადამიანი დაკარგულად ითვლება.
შენობების ნანგრევებში ცხედრებს ამ დრომდე პოულობენ. ბეირუთში საავადმყოფოები გადავსებულია და პაციენტებს პირველად სამედიცინო დახმარებას ექიმები ქუჩებში უწევენ. გაეროს განცხადებით, აფეთქების შედეგად, დაზიანდა პორტში გაჩერებული გაეროს დროებითი ძალების საზღვაო გემი. დაშავდა რამდენიმე ადამიანი, ზოგიერთი მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია.
ავტორი: ნინი გოგიშვილი
ასევე დაგაინტერესებთ: ბეირუთში მომხდარი მასშტაბური აფეთქების კადრები, რომელიც კატასტროფის სრულ სურათს დაგვანახებს: დაიღუპა 78 ადამიანი და დაშავდა 4 000-ზე მეტი