loader

რა გადაწყვეტილება გამოიტანა სასამართლომ "თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს" დირექტორისა და ექიმების მიმართ, რომლებიც თაღლითობაში არიან ბრალდებული - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა გადაწყვეტილება გამოიტანა სასამართლომ "თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს" დირექტორისა და ექიმების მიმართ, რომლებიც თაღლითობაში არიან ბრალდებული

თბილისის საქალაქო სასამართლომ "თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს" დირექტორის გიორგი ლობჟანიძეს აღკვეთი ღონისძიების სახით 100 000 ლარიანი გირაო პატიმრობის უზრუნველყოფით , ხოლო ამავე კლინიკის ექიმებს ვახტანგ ყიფიანსა და მაგდა ხუჭულავას - პატიმრობა შეუფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე დავით კურტანიძემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

ცნობისთვის, ბრალდების მხარე, პროკურატურა "თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს" დირექტორისა და ამავე კლინიკის ექიმების მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა.