loader

კრემლის ექსჯაშუში ალაპარაკდა, როგორ მოჰქონდა თავი ამერიკელად, რათა თვალთვალით და დეზინფორმაციით, სპეცსამსახურების დავალებები შეესრულებინა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კრემლის ექსჯაშუში ალაპარაკდა, როგორ მოჰქონდა თავი ამერიკელად, რათა თვალთვალით და დეზინფორმაციით, სპეცსამსახურების დავალებები შეესრულებინა

ჯერ ბარსკი საბჭოთა კავშირის ყოფილი ჯაშუშია. ის 1980-იან წლებში ამერიკაში ფარულ აგენტად მუშაობდა და რიგით ამერიკელად მოჰქონდა თავი, რა დროსაც სხვებს უთვალთვალებდა და მიღებულ ინფორმაციას რუსეთის სპეცსამსახურებს აწვდიდა. იმ დროს მთავარი საიდუმლო ორგანიზაცია Service A იყო, რომელიც სათავეში ედგა საბჭოთა კავშირის პერიოდში ყველანაირი დეზინფორმაციის კამპანიას. ამ საიდუმლო დაჯგუფებაში ბევრი კგბ-ს ჯაშუში მუშაობდა, რომელთა სამუშაო ამერიკული დოკუმენტების გაყალბება იყო. შემდეგ კი, პრორუსული მედიების საშუალებით, გაყალბებული დოკუმენტების დასადასტურებლად შეთხზული ამბები ვრცელდებოდა. ყალბი ახალი ამბების გავრცელება, როგორც წესი, იწყებოდა მსოფლიოს ნაკლებად განვითარებული ქვეყნებიდან და გამართლების შემთხვევაში ამბები ბევრად უფრო სერიოზული გამომცემლობების ყურადღებასაც იპყრობდა.

ავტორი: ნინი გაბისონია