loader

მთავრობა კიდევ 80 000 ადამიანს დაეხმარება ერთჯერადად 300 ლარით - ვინ მიიღებს ამ ფულს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მთავრობა კიდევ 80 000 ადამიანს დაეხმარება ერთჯერადად 300 ლარით - ვინ მიიღებს ამ ფულს

ყველა თვითდასაქმებული, ვინც მთავრობას 300-ლარიანი დახმარებისთვის მიმართა, მათ შორის ისინი, ვინც წარსადგენი დოკუმენტაციის შესახებ მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა, 300-ლარიან დახმარებას მიიღებს.
როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ყველა თვითდასაქმებულს, ვისაც პანდემიის გამო პრობლემები შეექმნა, დახმარება სექტემბრამდე ჩაერიცხება.
პრემიერის განმარტებით, აღნიშნულით თვითდასაქმებულების დახმარების პროგრამა სრულდება.