loader

საზარელი ავარია ანანურთან - კადრები ტრაგედიის ადგილიდან, სადაც სატვირთო სავაჭრო ობიექტებში შევარდა, გარდაცვლილია მძღოლი და მოვაჭრე ქალი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საზარელი ავარია ანანურთან - კადრები ტრაგედიის ადგილიდან, სადაც სატვირთო სავაჭრო ობიექტებში შევარდა, გარდაცვლილია მძღოლი და მოვაჭრე ქალი

ანანურთან ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევისას სატვირთო ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გადავიდა გზის მარჯვენა მხარეს, მიეჯახა სავაჭრო ობიექტებს და გადაბრუნდა.

არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილია სატვირთო ავტომობილის მძღოლი და სავაჭრო ობიექტში დასაქმებული ქალი.

ქალი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა, სატვირთო ავტომობილის მძღოლი კი გარდაცვლილი ავტომობილში იპოვეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოებისა და ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.