loader

უახლესი მონაცემები აჩვენებს, ვის მეტი შანსი აქვს, გახდეს აშშ-ის შემდეგი პრეზიდენტი - ტრამპს თუ ჯო ბაიდენს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უახლესი მონაცემები აჩვენებს, ვის მეტი შანსი აქვს, გახდეს აშშ-ის შემდეგი პრეზიდენტი - ტრამპს თუ ჯო ბაიდენს

3 ნოემბერს ამერიკელი ამომრჩეველი ქვეყნის ბედს გადაწყვეტს. ამერიკელები ჯო ბაიდენის სახით ან ახალ პრეზიდენტს აირჩევენ, ან რესპუბლიკელი ტრამპი თეთრ სახლში კვლავ 4 წლის ვადით დარჩება.
ჯო ბაიდენი დემოკრატიული პარტიის კანდიდატია, რომელიც ცნობილია, როგორც ბარაკ ობამას ვიცე-პრეზიდენტი, თუმცა ამერიკულ პოლიტიკაში 1970-იანი წლებიდანაა.

ნაციონალური გამოკითხვა საუკეთესოდ ასახავს კანდიდატების არჩევნებში გამარჯვების რეალურ შანსებს. გამოკითხვის შედეგებში, როგორც წესი, კარგად ჩანს ხალხის განწყობები, თუმცა ამ შედეგებით არჩევნების შედეგებს ვერ ვიწინასწარმეტყველებთ. მაგალითად, 2016 წელს ჰილარი კლინტონმა ტრამპთან შედარებით, გამოკითხვის შედეგად 3 მილიონი ხმით მეტი დააგროვა, თუმცა საბოლოოდ მან არჩევნებში წააგო.

ავტორი: ნინი გაბისონია