loader

"რაც სააკაშვილმა გუშინ გააკეთა, პოლიტიკური ფარისევლობის მწვერვალია" - არჩილ თალაკვაძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"რაც სააკაშვილმა გუშინ გააკეთა, პოლიტიკური ფარისევლობის მწვერვალია" - არჩილ თალაკვაძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკაში ორი სახე აქვს - ერთ-ერთი სახე არის ის, როდესაც სააკაშვილი სამხედრო თვითმფრინავის დანახვისას გარბის ბრძოლის ველიდან. ასე შეაფასა პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ ჰააგის სასამართლოში სარეკომენდაციო დასკვნის შეტანის ფაქტი და აღნიშნა, რომ „ის რაც სააკაშვილმა გუშინ გააკეთა, პოლიტიკური ფარისევლობის უმაღლესი მწვერვალია“.

„მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკაში აქვს ორი სახე - ერთი ნამდვილი სახე არის, როდესაც ის სამხედრო თვითმფრინავის დანახვაზე გარბის ბრძოლის ველიდან, ტოვებს სტუმრებს, ტოვებს დაცვის წევრებსა და მშვიდობიან მოქალაქეებს, რომლებიც მის გარშემო არიან და მეორე სახე, როდესაც გუშინ ის ჰააგაში დგას და ყალბი განცხადებებით ეხმაურება საქართველოს ინტერესებს. შეფასებები უნდა გააკეთოს საზოგადოებამ, რა თქმა უნდა. რაც მან გუშინ გააკეთა, არის პოლიტიკური ფარისევლობის უმაღლესი მწვერვალი,“- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.