loader

"რა თქმა უნდა, ხელს აფარებენ" - რას ამბობს თამარ ბაჩალიაშვილის მამა მას შემდეგ, რაც გარდაცვლილი პროგრამისტის მობილურ ტელეფონს ექსპერტიზა ჩაუტარდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"რა თქმა უნდა, ხელს აფარებენ" - რას ამბობს თამარ ბაჩალიაშვილის მამა მას შემდეგ, რაც გარდაცვლილი პროგრამისტის მობილურ ტელეფონს ექსპერტიზა ჩაუტარდა

სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, თამარ ბაჩალიაშვილის მობილურ ტელეფონს ექსპერტიზა ჩაუტარდა.
თამარ ბაჩალიაშვილის მამა, ჯუმბერ ბაჩალიაშვილი აცხადებს, რომ არ გამორიცხავს, თამუნა ბაჩალიაშვილის ტელეფონიდან გარკვეული ინფორმაცია წაშლილი იყოს.

ამასთან, ჯუმბერ ბაჩალიაშვილის თქმით, მას იმედი აქვს, რომ გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე თამარ ბაჩალიაშვილის საქმეს კონტროლზე აიყვანს და ოჯახს დაეხმარება.
"ბატონმა ირაკლი შოთაძემ იმედი მოგვცა, თქვა, რომ ამ საქმეს კონტროლზე აიყვანს და მიხედავს. მაქვს მაგ კაცის იმედი, ყველაფერზე გაგვცა პასუხი. სიტყვა მოგვცა, რომ საქმის ძიებას გააკონტროლებს", - განაცხადა ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა.