loader

"2008 წელს ვუპასუხეთ ნაძირლების მოქმედებებს" - რას წერს დიმიტრი მედვედევი აგვისტოს ომის შესახებ "ფეისბუქზე" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"2008 წელს ვუპასუხეთ ნაძირლების მოქმედებებს" - რას წერს დიმიტრი მედვედევი აგვისტოს ომის შესახებ "ფეისბუქზე"

რუსეთი ყოველთვის იცავდა და დაიცავს მოსაზღვრე სახელმწიფოების მშვიდობასა და სტაბილურობას, - ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ, რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რითაც ის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის 12 წლისთავს გამოეხმაურა.

„დღეს 12 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ჩვენმა ქვეყანამ საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტის კრიმინალურ ქცევას უპასუხა. უპასუხა ნაძირლების მოქმედებებს, რომლებმაც სამშვიდობოების, დაუცველი მოხუცებისა და ბავშვების წინააღმდეგ ცეცხლის გახსნის ბრძანება გასცეს,“- წერს მედვედევი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“.

მისი მტკიცებით, რუსეთმა აფხაზეთი და ე.წ. „სამხრეთ ოსეთი“ აგრესიისგან დაიცვა.