loader

ადგილი მახინჯაურში, სადაც ავარიამ ერთი ოჯახის 3 წევრი იმსხვერპლა - როგორია მძიმედ დაშავებული 3 არასრულწლოვნის მდგომარეობა? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ადგილი მახინჯაურში, სადაც ავარიამ ერთი ოჯახის 3 წევრი იმსხვერპლა - როგორია მძიმედ დაშავებული 3 არასრულწლოვნის მდგომარეობა?

ბათუმი-ჩაქვის ცენტრალურ საავტომობილო ავტოსაგზაო შემთხვევისას დაშავებული ერთი არასრულწლოვნის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ექიმების ინფორმაციით, მას თავის ქალა აქვს დაზიანებული, ხოლო ორი არასრულწლოვნის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მათ სამედიცინო დახმარება უტარდებათ. დაშავებულები ბათუმის დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრში არიან მოთავსებულნი.
ცნობისთვის, გვიან ღამით ბათუმი-ჩაქვის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევისას 3 ადამიანი დაშავდა და სამი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილია ბებია, რძალი და შვილიშვილი.
ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.